მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ქანთარია საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ქანთარია ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ტელეკომპანიის ამოცანა საზოგადოებაში მიზანმიმართული შუღლის გაღვივებაა, ამიტომ, ქანთარიას თქმით, საპატრიარქოს განცხადება ადეკვატურია.
,,მიზანმიმართულია ,,რუსთავი 2“-ის მხრიდან, რომ გააღვივონ შუღლი. იციან, რომ ამ ქმედებაზე პასუხსაც მიიღებენ, რასაც კარგად შეფუთავენ და ჩემი აზრით, სტრასბურგისთვის გამოიყენებენ. რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს ამაში, მათ შორის, ის ახალგაზრდა წამყვანი. რაღაც ეთიკა არსებობს და ამ აქედან უნდა გამოდიოდეს საკმაოდ დაქოქილი ტელეკომპანია. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მათი უფლებაა, რომ ასეთი განცხადება გააკეთონ“,_ გვითხრა ქანთარიამ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ ,,რუსთავი-2“- თან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტონ.