https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კარგი ინდიელი მკვდარი ინდიელია

9:04; 19.04.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაჩენის პირველი დღეებიდანვე ამერიკული ვესთერნი ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას _ ინდიელებს, აჩვენებდა, როგორც სისხლისმსმელ და სასტიკ ველურებს, რომელებიც თეთრი ადამიანების სკალპებზე ნადირობდნენ, კოლონისტები კი თავს იცავდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობდნენ ამ ,,ველურებთან” დაახლოებასა და მათში ცივილიზაციის შეტანას (საბჭოთა კავშირის ყოფილ სივრცეში ჩვენი ცოდნა ,,ველური” დასავლეთის, ინდიელებისა და ინდიელთა ომების შესახებ მხოლოდ გერმანულ-რუმინულ-იუგოსლავიური წარმოების მდარე და უსუსური ვესთერნებით, გოიკო მიტიჩით, ჩინგაჩგუკითა და ვინეტუთი შემოიფარგლებოდა). კინომდე უფრო ადრე ასეთი იმიჯის შექმნაში დიდი როლი ითამაშა ბულვარულმა რომანმა,  რომელმაც მყარად ჩაუნერგა მკითხველს ის აზრი, რომ ,,ველური” დასავლეთი ეს დაუსრულებელი და ამაღელვებელი თავგადასავლებით სავსე სამყაროა, სადაც მეფობენ თეთრკანიანი რაინდები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად არიან დაეხმარონ უმწეო და გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს. 1865 წლიდან 1890 წლამდე ,,ველურმა” დასავლეთმა ბევრად მეტი ლეგენდა და თქმულება წარმოშვა, ვიდრე ამერიკის მთელმა ისტორიამ. ამერიკული კინემატოგრაფი კი თავისი ჩასახვის პირველი დღეებიდანვე მიხვდა, თუ რა ოქროს საბადოს წააწყდა. 1903 წელს ეკრანებზე გამოვიდა პირველი ვესთერნი მატარებლის დიდი გაძარცვა, აქედან მოყოლებული ვესთერნის ჟანრმა შექმნა მითოსი, სადაც ამერიკის ნამდვილი და გამოგონილი წარსული და დღევანდელობა ერთმანეთში იყო გადახლართული.

1890 წლისათვის, როცა ლიტერატურასა და თეატრში ვესთერნის ჟანრის ფესვები გაჩნდა, ცივილიზაციისა და ველურ დასავლეთს შორის არსებული გამყოფი ზოლი ანუ ფრონტირი, როგორც მას უწოდებდნენ, აღარ არსებობდა, ის ოფიციალურად დაიხურა. ასე რომ, თავიდანვე ვესთერნის ჟანრი მელანქოლიური ტონალობისა იყო, რადგან წარსულ დღეებსა და იმის შესახებ მოგვითხრობდა, რაც აღარ არსებობდა.

1865 წელს ფრონტირის ხაზი გასდევდა მდინარე მისისიპის მომიჯნავე შტატების დასავლეთ საზღვრებს და შემოფარგლავდა კანზასს და ნებრასკას სამხრეთ დაყოლებაზე. თავისი სამსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ფრონტირმა, ამ მოძრავმა ,,საზღვარმა”, დაიწყო რა მსვლელობა აღმოსავლეთის კოლონიებიდან _ მთელი ამერიკა გადასერა. რეალურად ფრონტირი იყო დასავლეთისაკენ გადაადგილებადი საზღვარი ქვეყნის ათვისებულ, ცივილიზებულ ნაწილსა და კონტინენტის აბორიგენთა ტერიტორიას შორის.

დასავლეთში, ამ აუთვისებელ და ყამირ მიწებზე ოქროს მაძიებელთა, მესაქონლეთა და ახლამოსახლეთა მოსვლას მოჰყვა ინდილებთან კონფლიქტის ზრდა. ამერიკელ ინდიელთა თითქმის ყველა ტომი სხვადასხვა დროს ებრძოდა თეთრკანიანებს და ამერიკულ რეგულარულ არმიას, განსაკუთრებით სერიოზული წინააღმდეგობა ფრონტირის წინსვლას გაუწიეს ჩრდილოეთ დაბლობის ტომმა სიუმ და სამხრეთ-დასავლეთის ტომმა აპაჩიმ.

მთავრობის პოლიტიკა ჯერ კიდევ ჯეიმს მონროს პრეზიდენტობის ხანიდან იმაში მდგომარეობდა, რომ რაც შეიძლება შორს ჰყოლოდათ ინდიელები თეთრკანიანთა ფრონტირის ზოლიდან. 1893 წელს ისტორიკოსმა ფრედერიქ ჯექსონ თერნერმა თავის თეზისში ფრონტირის მნიშვნელობაზე ამერიკულ ისტორიაში ინდიელთა როლი შემდეგნაირად შეაფასა ,,…ისინი უნდა ჩამოგვცლოდნენ გზიდან”.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ინდიელთა პრობლემა, ენდრიუ ჯექსონი იყო. ჯერ კიდევ 1812 წლის ამერიკა-ინგლისის ომის შუა პერიოდში ჯექსონი, რომელიც მაშინ ტენესის მილიციას ხელმძღვანელობდა, გაიგზავნა სამხრეთ ალაბამაში, სადაც დაუნდობლად ჩაახშო კრიკის ტომის ინდიელების აჯანყება, რის შედეგადაც შეერთებულ შტატებს მათ საკუთარი ტერიტორიის ორი მესამედი დაუთმეს. შემდეგ ჯექსონმა სემინოლის ტომის ინდიელები განდევნა ესპანეთის კუთვნილ ფლორიდაში. ჯექსონმა მსგავსი პოლიტიკა პრეზიდენტობის ყოფნის დროსაც გააგრძელა.

1830 წელს კონგრესმა მიიღო ,,ინდიელების გასახლების აქტი” და დააფინანსა აღმოსავლეთის ტომების გადაყვანა მისისიპის იქით. 1834 წელს ინდიელებისთვის გამოიყო სპეციალური ტერიტორია, ახლანდელი ოკლაჰომას ადგილას. ჯექსონის პრეზიდენტობის დროს ინდიელთა ტომებმა ხელი მოაწერეს (უპრიანია ითქვას, ძალდატანებით მოაწერინეს) 94 ხელშეკრულებას და ფედერალურ მთავრობას მილიონობით ჰექტარი მიწა დაუთმეს, რის გამო ათეულობით ტომი გასახლებულ იქნა თავისი წინაპრების მიწებიდან.

ყველაზე ამაზრზენი ფაქტი მსგავსი ისტორიიდან ეხება ჩეროკის ტომის ინდიელებს, რომლებმაც 1791 წლის ხელშეკრულებით ჩრდილო კაროლინასა და ჯორჯიაში საკუთარი მიწების შენარჩუნების გარანტია მიიღეს, მაგრამ მათი ბედი გადაწყდა, როცა 1829 წელს იქ ოქრო აღმოაჩინეს. ჩეროკის ტომს უმაღლესი სასამრთლოს მხრიდან მხარდაჭერამაც ვერ უშველა. ქვეყნის სათავეში ჯექსონის ადმინისტრაციის მისვლისთანავე ჩეროკის ინდიელები აიძულეს 1838 წელს დაეტოვებინათ საკუთარი მიწები და შესდგომოდნენ გრძელ გზას ოკლაჰომოსაკენ. ავადმყოფობისა და მძიმე პირობების გამო 15 ათასი ინდიელიდან 4 ათასი დაიღუპა, რის გამოც ამ გზას ,,ცრემლის კვალი” ეწოდა.

ამერიკის მთავრობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ინდიელთა გაწყვეტის პოლიტიკა ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო და რაც უფრო ჩქარა მოხდებოდა ეს, მით უკეთესი იქნებოდა ამერიკისათვის. მაშინ ასეთი არაოფიციალური ლოზუნგებიც კი არსებობდა _ ,,ჩრდილოეთ ამერიკა მთლიანად გაიწმინდოს ინდიელებისაგან!” და ,,კარგი ინდიელი ეს მკვდარი ინდიელია”. მაგრამ ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას მხოლოდ საომარი მოქმედებებით ვერ გაანადგურებდნენ, რადგან მაშინ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ჯერ კიდევ დარჩენილი იყო 280 ათასზე მეტი ინდიელი (ცნობისათვის: XV საუკუნის მიწურულს ინდიელთა რაოდენობა 10 მილიონზე მეტს შეადგენდა), ამიტომ თეთრებმა დაიწყეს ინდიელთა მთავარი საკვების _ ბიზონების განადგურება. ცნობილ შოუმენს, მეგზურს, ამერიკის არმიის პოლიკოვნიკს ბაფალო ბილს, როცა ის ამერიკულ რკინიგზას ემსახურებოდა, მოკლული ჰყავდა 4200 ბიზონზე მეტი, ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი (Buffalo ინგლისურად ნიშნავს ბიზონს). ცხოველების ასეთმა უმოწყალო განადგურებამ თავისი შედეგი გამოიღო _ თუ 1840 წელს პრერიებში 50 მილიონამდე ბიზონი იყო, 1870 წლისთვის ამერიკის სამხრეთით არც ერთი აღარ დარჩა. ცნობილია ფაქტებიც, როცა სახელმწიფო ფაქტორიები ინდიელებზე ჰყიდდნენ შავი ჭირით შეყრილ საბნებს. ერთხელ კი ინდიელთა ტომში გაგზავნეს ყვავილით დაავადებული ადამიანი, რასაც იმუნიტეტის არმქონე მთელი მოსახლეობის ამოწყვეტა მოჰყვა. არანაკლები ინდიელთა რიცხვი გადაიყოლა ისევ და ისევ თეთრკანიანთა მიერ შეტანილმა ,,ცეცხლოვანმა წყალმა” _ სპირტიანმა სასმელმა.

რაიმეთი მაინც რომ გაემართლებინათ ის სისასტიკე, რასაც სინამდვილეში სჩადიოდნენ ველური დასავლეთის ამთვისებლები აბორიგენების მიმართ, წიგნებისა და ფილმების ავტორებს ინდიელები გამოჰყავდათ გამოუსწორებელ ავაზაკებად და ბარბაროსებად, თეთრები კი, გმირებად, რადგან ისინი თითქოსდა ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილები იცავდნენ თავიანთ ოჯახსა და ქონებას და ამიტომ რასაკვირველია, უხდებოდათ თავდამსხმელების ანუ, ინდიელების განადგურება.

ბაფალო ბილ ქოუდის მიერ 1883 წელს შექმნილ ,,ველური” დასავლეთის შოუში აჩვენებდნენ თუ როგორ აწიოკებდნენ ახალმოსახლეებსა და ფერმერებს ინდიელები, კეთილშობილი გმირები და ამერიკული არმია კი მათ იცავდა. საზოგადოების თვალში ასეთი სახის ,,რეკლამა” ძალიან ცუდ რეპუტაციას უქმნიდა ინდიელებს. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის ბოლოს ინდიელები ,,მოარჯულეს” და ცოცხლად გადარჩენილები რეზერვაციებში შეყარეს ბევრი მათგანის სულისმოსათქმელ და ფულის გასაკეთებელ საშუალებად სწორედ ,,ველური” დასავლეთის შოუ იქცა. ბევრი ცნობილი ინდიელთა ბელადი და მეომარი, მათ შორის მჯდომარე ხარი, შავი ცხენ-ირემი და ჯერონიმო, ამ წარმოდგენებში მონაწილეობდა. ხშირად ისინი თავისი პოპულარობით ჩრდილავდნენ ამერიკის ყოვლისშემძლე ადამიანებს. მაგალითად, 1905 წელს ჯერონიმო, როგორც საპატიო სტუმარი, მიიწვიეს პრეზიდენტ თეოდორ რუზველთის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ აღლუმში. როგორც თანამედროვეები აღნიშნავენ, პრეზიდენტი აღარავის ახსოვდა. ყველას სურდა ჯერონიმოს გასაუბრებოდა და ხელით შეხებოდა. ამ ლეგენდარულმა მეომარმა იმ დღეს უამრავი ავტოგრაფი დაარიგა _ თითო 25 ცენტად. ინაუგურაციის შემდეგ ჯერონიმო შეხვდა პრეზიდენტს და სთხოვა რეზერვაციიდან საკუთარ სახლში, არიზონაში დაებრუნებინა, მაგრამ პრეზიდენტმა იგი უარით გაისტუმრა. 

ინდიელთა პრობლემა ბევრ ამერიკელ კინემატოგრაფისტს აწუხებდა, ჯერ კიდევ მუნჯი კინოდან მოყოლებული იყო მცდელობა ეჩვენებინათ რეალური ისტორიები. მუნჯი ვესთერნების ვარსკვლავმა უილიამ ს. ჰართმა ერთხელ განაცხადა კიდევაც: ,,დასავლეთის შესახებ ნათქვამი სინამდვილე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი სამუშაო”.  თუმცა ვესთერნის შემქმნელები და თვით ჰართიც კი ხშირად სინამდვილეს ლეგენდას და შელამაზებულ ფაქტებს ამჯობინებდა. ,,ეს დასავლეთია, სერ. როცა ლეგენდა ფაქტად იქცევა, დაბეჭდეთ ლეგენდა”,- გაზეთის რედაქტორის ეს სიტყვები ჯონ ფორდის ვესთერნიდან ,,კაცი, რომელმაც მოკლა ლიბერთი ველენსი”, ზუსტად ასახავდა დამოკიდებულებას ზოგადად ამერიკის დასავლეთის ისტორიისადმი.

ინდიელთა ნეგატიური სახით წარმოჩენა ლამის 60-ან წლებამდე გრძელდებოდა. მიუხედავად სხვადასხვა ცვლილებებისა თითქოსდა ვერაფერი ვერ შეარყევდა იმ კლასიკურ, მყარ ფუნდამენტს, იმ დაკანონებულ და ხელშეუხებელ წესებს, რითაც სუნთქავდა და საზრდოობდა ვესთერნი, სანამ არ დადგა 60-იანი წლები. ეს პერიოდი ამერიკული კინემატოგრაფისტვის იქცა ერთგვარ დადებით ევოლუციურ ნახტომად, რომელიც შეეხო არა მარტო ჰოლივუდის ესთეტიურ მხარეს, მან ასევე შეცვალა მისი საწარმოო სისტემა. ჰოლივუდური სისტემის კრიზისი დაიწყო დაახლოებით 40-იანი წლების ბოლოს, ხოლო საბოლოოდ ის 60-ან წლებში დაიშალა. მეორე მსოფლიო ომამდე ჰოლივუდი იყო ის ადგილი, სადაც ჩქეფდა ცხოვრება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არავითარი შეხების წერტილი და საერთო არ ჰქონია გარე სამყაროსთან. ჰოლივუდში იქნებოდა მითოლოგია. 60-იანებში კი ეს იზოლირებული სამყარო განადგურდა. ჰოლივუდი, ნებსით თუ უნებლიედ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს მაშინვე აისახა მის პროდუქციაზე.

კინემატოგრაფისტებმა ახლებურად გაიაზრეს ვესთერნის ჟანრის დოგმად ქცეული ჭეშმარიტებანი და ინდიელების პრობლემასთან დაკავშირებული კარდინალურად განსხვავებული ფილმები შესთავაზეს აუდიტორიას: შეიენების შემოდგომა (1964), ომბრე (1967), უთხარით მათ, რომ ბილი ბოი აქ არის (1969), ლურჯი ჯარისკაცი, პატარა დიდი ადამიანი, ადამიანი ცხენი, (1970), ულზანას თავდასხმა (1972) და სხვა. 60-იან წლებში ამერიკულ საზოგადოებაში მომხდარმა ცვლილებებმა (რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ ქინგის მკვლელობები, შავკანიანთა გამოსვლები საკუთარი უფლებების დასაცავად, სტუდენტური ამბოხი, სექსუალურ რევოლუცია და არეულობები ამერიკის ქალაქებში) და ვიეტნამის ომმა საკუთარი კორექტივები შეიტანა: ახალგაზრდობას დაეკარგა რწმენა ამერიკის ჰეროიკული წარსულისადმი, რაზეც ასე მყარად იყო დაფუძნებული ვესთერნი. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ როცა ვესთერნმა 60-იან წლებში შეაბიჯა, მან დაკარგა ადრინდელი მიმზიდველობა, გახდა უფრო ნიჰილისტური, პირქუში და ის ხშირ შემთხვევაში ,,სისხლში ბანაობდა”. პირველ რიგში ეს აისახა ბრწყინვალე რეჟისორების _ სერჯიო ლეონეს (დოლარის ტრილოგია) და სემ ფექინფას (ველური ბანდა, პეთ გერეთი და ბილი ქიდი) ვესთერნებში. 60-იან წლებში მაყურებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, სხვა მოთხოვნებს უყენებდა ფილმის მწარმოებლებს. ,,ველური” დასავლეთის მითები თავისი ჰეროიკული ფიგურებით, ალტრუისტებით, რომელებიც ებრძოდნენ ბოროტებას და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ამარცხებდნენ, მხოლოდ ნოსტალგიის მოყვარულთ თუ აკმაყოფილებდა და დარბაზში სიცილს იწვევდა ხოლმე.

შეიძლება ითქვას, რომ 60-იან წლებში ვესთერნი გასცდა კინოეკრანების ფარგლებს. სამხედროები, რომლებიც ვიეტნამში იბრძოდნენ, გაზრდილნი იყვნენ ვესთერნებზე. იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალიდან, რომელიც პრაიმ თაიმში გადაიოდა, რვა იყო ვესთერნი. ამიტომაც გასაკვირი არაა რომ ჯონ უეინი, ყველა დროის ყველაზე ცნობილი კინოქაუბოი, ამერიკელ ჯარისკაცებისთვის ვიეტნამში ერთგვარ თილისმად იქცა. თვით უეინმა 1968 წელს დადგა პროპაგანდისტული მხატვრული ფილმი ვიეტნამის ომის თემაზე მწვანე ბერეტები, სადაც ამერიკელთა ბაზას დოდჟ სითი ჰქვია (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი ,,ველურ” დასავლეთში). ეკრანს მიღმა, ნამდვილ ვიეტნამში, ჯარისკაცები საშიშ ადგილებს ინდიელთა ტერიტორიებს ეძახდნენ, ვიეტნამელ მეგზურებს ქით ქარსონებს (ცნობილი მეგზურის საპატივასაცემოდ). ამერიკელებმა თავისებურად გადააკეთეს ცნობილი სლოგანი ,,კარგი ინდიელი ეს მკვდარი ინდიელია”, ოღონდაც სიტყვა ინდიელი ჩრდილოეთ ვიეტნამელით შეცვალეს. ამერიკელთა წარმოდგენაში ამერიკის დასავლეთის ფრონტირმა ინდოჩინეთში გადაინაცვლა და ამერიკელები ისევ გადაიქცნენ პიონერებად, კავალერისტებად, ქაუბოებად, მსროლელებად და შერიფებად. მათი მისია ეს იყო ცივილიზაციის, პროგრესის შეტანა და დაჩაგრულთა დაცვა (მსგავსი ისტორია ახლაც მეორდება).

ხშირად ვესთერნის ჟანრის საუკეთესო ნიმუშები ზუსტად ასახავდნენ იმ ეპოქას, რომელშიც ეს ფილმები კეთდებოდა, ვიდრე ისტორიის იმ პერიოდს (უმეტესწილად XIX საუკუნის მეორე ნახევარს), რომელშიც მოქმედება ვითარდებოდა. 60-იან წლებში შექმნილი ბევრი ვესთერნი ვიეტნამის ომის ალეგორიად არის წარმოდგენილი. სემ ფექინფა აღნიშნავდა: ,,ვესთერნი _ ეს უნივერსალური ფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, გამოთქვა საკუთარი მოსაზრება დღევანდელობის შესახებ”.

ამ ცვლილებებმა რა თქმა უნდა იმოქმედა ვესთერნებში ინდიელთა იმიჯის შეცვლაზე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. კინემატოგრაფისტები და ამერიკული საზოგადოება ინანიებდნენ ცოდვებს და ბოდიშს უხდიდნენ მათ იმ უსამართლობისა და სისატიკისათვის, რასაც ამერიკული მთავრობა წლების მანძილზე ჩადიოდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მიმართ. ჯონ ფორდი ამბობდა: ,,…ჩვენ ინდიელებს ძალიან ცუდად ვეპყრობოდით; ეს ჩვენი სირცხვილია. ჩვენ მათ ვატყუებდით და ვძარცვავდით, ვკლავდით, ვანადგურებდით… მაგრამ თუ ისინი მოკლავდნენ ერთ თეთრ ადამიანს, ღმერთო, ჩვენ ვაგზავნიდით ჯარებს!”

დრო და მაყურებელთა გემოვნება შეიცვალა და დღესდღეობით ვესთერნი ისეთივე პოპულარობით აღარ სარგებლობს, თუმცა ამერკელი კინემატოგრაფისტები ისევ განაგრძობენ საკუთარი უახლესი ისტორიის გახსენებას _ ,,ველური” დასავლეთის თემაზე ფილმების გადაღებას, განსაკუთრებით ეს ეხება ტელევიზიას, სადაც ამ ჟანრის ბევრი სურათი იდგმება. ეს ფილმები ბევრად უფრო პოლიტკორექტულია და ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ისტორიულ სინამდვილეს. წერილს პრეზიდენტ ჯონ კენედის მრავლისმეტყველი სიტყვებით დავასრულებ: ,,როცა ჩვენ ვივიწყებთ ჩვენი ისტორიის დიდ მოამაგეებს, როცა ჩვენ უგულებელვყოფთ ამერიკელი ინდიელების ჰეროიკულ წარსულს, ამით ჩვენ საკუთარ მემკვიდრეობას ვაუძლურებთ…”

გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

ოზურგეთში გუშინ მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზის ბიურო განმარტებას აკეთებს

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ძლიერ ქარს და სეტყვას ვარაუდობენ

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო