თხის რქებს, სასწორებს, კირჩხიბებსა და ქალწულებს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის შანსი გაცილებით მეტი აქვთ. როგორც სტატისტიკამ ცხადყო, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გუნდური მუშაობის პრინციპს კარგად ერგებიან.
კერძო ბიზნესი საუკეთესო გზაა ფინანსური სახსრების გამოსამუშავებლად მორიელის, ვერძის, კუროსა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ხალხისთვის.
ხოლო ბოჰემური ცხოვრების სიყვარული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი ლომებს, თევზებსა და მერწყულებს ხშირად უბიძგებს იმისკენ, რომ თავს თავისუფალი გრაფიკით მუშაობის უფლება მისცენ ან სახელოვნებო სფეროებში დააბანდონ საკუთარი ცოდნა და გონებრივი კაპიტალი.