ქიმიური ქარხნის აფეთქებას ჩინეთში 47 ადამიანი ემსხვერპლა, 600-ზე მეტი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქება ქარხანაში ხანძარს მოყვა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სეისმოლოგიურმა სამსახურმა 2.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.
აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.