“გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა სახელელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ სამსახურის ჩამოყალიბებაში ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო და ის, ვიზალიბერალიზაციის პირობის ნაწილი იყო
„მე გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული.
გარდა იმისა, რომ შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე, მე ასევე განვაცხადე, რომ ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება“- განცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, მას ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ.
სახელწმიფო ინსპეტქოტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის მოთხოვნაა დროებითი ღონისძიება, რათა შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას.