სავაჭრო ქსელი “კარფური” მომხმარებლებს აფრთხილებს.
“ძვირფასო მომხმარებლებო,
შევიტყვეთ, რომ Facebook-ზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით ”Carrefour_ Fans”, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას ცრუ პრიზებისა და გათამაშების შესახებ.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან.
კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდსა და აპლიკაციაში.
გთხოვთ საეჭვო სახის პოსტებმა და შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ მიყვეთ მათ ინსტრუქციას”,_ ნათქვამია განცხადებაში.