„საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, აშკარაა, რომ ეკა ბესელიას ჯგუფი მმართველ პარტიას დატოვებს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლამდე სხვა დეპუტატებიც დატოვებენ“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ.
ექსპერტი მიიჩვევს, რომ საზოგადოებაში განცდა, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური კრიზისის არსებობის შესახებ, კიდევ უფრო მწვავდება.
„მმართველი გუნდის წევრების მიერ ხელოვნური ერთსულოვნების შესახებ საუბარი ფარსი აღმოჩნდა. საზოგადოების განცდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური კრიზისია, კიდევ უფრო მწვავდება. მმართველი პარტიიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი წავა, მაგრამ დაგვიანებულად. სამწუხაროა, რომ გუნდიდან წამსვლელებს ახლა გაუჩნდათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის წევრები გარკვეულ პრინციპებზე და ფასეულობებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ.
საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, აშკარაა, რომ ეკა ბესელიას ჯგუფი მმართველ პარტიას დატოვებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლამდე სხვა დეპუტატებიც დატოვებენ. არ მინდა დავკონკრეტდე და ხელი შევუშალო მათ გადაწყვეტილებებს. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ მთლიანი პროცესისა, რასაც პარტიაში წესრიგის დამყარება ჰქვია“, _ აღნიშნა აბაშიძემ.