ტელეკომპანია CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა. ვიეტნამურ საქონლის ფოსთან, უკრაინულ ბორშთან და ესპანურ გასპაჩოსთან ერთად სიაში ქართული ხარჩო მოხვდა.
„მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და პიკანტურ გემოს ანიჭებს.
ის მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგვზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან – ხმელი სუნელისგან, ქინძის, ქონდრისგან, ულუმბოს, შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტებისგან“, – წერს CNN-ი ქართულ კერძზე.