პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.
“როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
საკონსტიტუციო ინიციატივა – ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს გაიმართება.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.
პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.