საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება.
“ქართული ოცნების 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება – კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა.