“ქართული ოცნების” დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტია სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს და “ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ.
გურიისა და ქვემო ქართლის მსგავსად, ოცნების უკვე ყოფილი წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წამოყენება მათთვის წითელი ხაზია და არჩევნებზე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებენ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს ადამიანები ოცნების სათავეებთან იდგნენ და უკომპრომისოდ იბრძოდნენ და სწორედ მათი ეს უკომპრომისო ბრძოლაა დასაფასებელი და არა ისინი, ვინც ოცნებას უკვე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეუერთდა.