საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის “ოსკარის” შერჩევის 15 ტოპ პრეტენდენტი ცნობილია.
სიაში მოხვდა ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “Beginning”.
გასულ სექტემბერს, “დაწყებას” სან სებასტიანის კინოფესტივალზე ოთხი პრიზი გადაეცა: საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო ფილმი.
როგორც ცნობილია, საუკეთესო ფილმის გამოსავლენად ხმის მიმცემებმა 15-ვე ფილმს უნდა უყურონ, რომელიც ამ დროისთვის პრეტენდენტები არიან.
წინასწარი კენჭისწყრა დაიწყება 1-ელ თებერვალს და დასრულდება 5 თებერვალს.