საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის სათათბიროს ინიციატივას საქართველოსთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი. ის სანქციების დაწესებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს., ამბობს, რომ საქართველოს ბოდიშების დრო ამოეწურა და საქართველოს ურჩევს ღვინო და წყალი ნატოელ მოკავშირეებს გაუგზავნოს.
“ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, “რუსთავი2”-ის პროვოკატორებითა და ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით ის მიიღეს რასაც იმსახურებენ. თავიანთი ღვინო შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც ალბათ არაფერს გადაუხდიან,”_ წერს პუშკოვი.