პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოუწოდა, რომ როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაში ჩაერთოს, რადგან მისი თქმით, ეს პროექტი ჩავარდნილია. ამასთან, როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე, დღეს ქართველებისა და ხევსურების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
,,მინდა ინფორმაციისთვის გითხრათ, ხევსურებმა დამაბარეს თქვენთან, რომ ჩავარდნილია როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის დამფინანსებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო. ამ შემთხვევაში, 21-ე საუკუნის ხევსურების ოცნება და ქართველების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თქვენი ჩარევა აუცილებელი სხვანაირად ეს პროექტი არ დასრულდება“,_ განაცხადა ქუცნაშვილმა.