https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველი ძმები ვიტგენშტეინები რუსი მეფის ამალაში

12:08; 31.08.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

რუსეთის მეფის დაცვაში (კანვოი) მყოფი ქართველები რომ ყველგან და ყოველთვის უპირატესობით სარგებლობდნენ, ეს კარგად ჩანს სტუმრებისა თუ მეფის ახალშეძენილი ნათესავების დახვედრისას: 1866 წელს ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე III-ის პატარძალს, დანიელ პრინცესა მარია სოფია ფრედერიკი დაგმარს პორტიდან სასახლემდე აცილებდა კანვოი, რომლის კორტეჟის თავში ქართველები იდგნენ.  ასევე, როდესაც დიდი კნიაჟნა ოლღა (1895 წლის 14 ნოემბერი) მონათლეს, ეკლესიიდან სასახლისკენ მეფის კარეტას მიყვებოდა კანვოის უფროსი მეიენდორფი, ხოლო მესაყვირეებს წინ უძღოდა კანვოის ადიუტანტი, ასეულის უფროსი, თავადი ალექსანდრე ვიტგენშტეინი. ვიტგენშტეინი, სხვა ორ ოფიცერ-კანვოელთან ერთად, ასევე იცავდა ილინსკში დასასვენებლად მყოფ მეფე-დედოფალს.

ალბათ, იკითხავთ, თუ რატომ შევაჩერე თქვენი ყურადღება ვინმე ვიტგენშტეინზე? აი, რატომ: ძმები ალექსანდრე და გრიგორი ვიტგენშტეინები გერმანელ თავადთა უძველესი გვარიდან იყვნენ. მათი მამა, ფერდინანდ საინ-ვიტგენშტეინ-ბერლებურგი, ავსტრიის არმიის პორუჩიკი, ძმასთან ერთად დასახლდა რუსეთში, სადაც ბრწყინვალე სამხედრო კარიერა გაიკეთა – კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლებისა და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილემ, გენერალ-ლეიტენანტისა და ფლიგელ-ადიუტანტის წოდება დაიმსახურა. 1868 წელს მან იქორწინა პრასკოვია (პაშა) ალექსანდრეს ასულ დადიანზე. მათ შეეძინათ სამი შვილი, უფროსები: ალექსანდრე (1869-1901) და გრიგორი (1873-1907) მამის კვალს გაჰყვნენ და სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ, ორივე ძმა კანვოიში მსახურობდა. ბავშვობის წლები ძმებს სამეგრელოში ჰქონდათ გატარებული, იცოდნენ ქართული, მეგრულიც, უყვარდათ ქართული ჩოხა-ახალუხის ჩაცმა და `…ისინი თავს ქართველებად თვლიდნენ, რადგან  მათი დედა დადიანის ქალი იყო~, _ იხსენებდა ნიკო ბაგრატიონი, ბურად ცნობილი.  ამის გამო გახდნენ ვიტგენშტეინები ჩვენი წიგნის გმირები.

რუსულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი პეტერბურგისა, ვიტგენშტეინები ძალიან პოპულარულები იყვნენ. ისინი ხშირად ექცეოდნენ ხმაურიანი და სკანდალური ამბების ეპიცენტრში. ასე, მაგალითად, 1899 წელს უფროსმა ძმამ, ალექსანდრემ პეტერბურგში დაჭრა სტუდენტი, რომელმაც ქალს სახეში გაარტყა. მაშინ ყველაფერი ჩაიფარცხა, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ, ქალების გამოსარჩლების მორიგი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

1901 წლის 15 ივლისს 32 წლის თერგის კაზაკთა ასმეთაური, კანვოელი და ფლიგელ-ადიუტანტი თავადი ალექსანდრე ვიტგენშტეინი პეტერბურგისკენ მიმავალ მატარებელში გამოსაერჩლა სამ ფრანგ მანდილოსანს. ამბობენ, ისინი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყვნენო, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა მრავალომგადატანილმა, გამოცდილმა პროფესიონალმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, კირასირმა, ინგლის-ბურების ომის მონაწილემ, 52 წლის ევგენი მაკსიმოვმა (ის ბურების მხარეს იბრძოდა, შესაძლებელია ჩვენებურ ნიკო ბაგრატიონსაც იცნობდა). ქალებმა დახმარებისთვის ვიტგენშტეინს მიმართეს (თითქოს ერთ-ერთი  თავადის საყვარელი იყოო). არსებობს მომხდარის მეორე ვერსიაც, რის მიხედვითაც მაკსიმოვს არაფერი შეურაცხმყოფელი ქალებისათვის არ უთქვამს, ისინი კი ნასვამები იყვნენ და ჩვენებურად რომ ვთქვათ, შარს ეძებდნენ.

მეორე დღისთვის დაინიშნა დუელი, ვიტგენშტეინის სეკუნდანტი თავადი ამილახვარი იყო (არ არის გამორიცხული, რომ ის კანვოელი ალექსანდრე ამილახვარი ყოფილიყო).   მოწინააღმდეგეები ერთმანეთისგან 25 ნაბიჯის დაშორებით იდგნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი გასროლა მაკსიმოვმა ვიტგენშტეინს დაუთმო, რომელმაც ყველას გასაკვირად მიზანს ააცილა. ბრწყინვალე მსროლელმა მაკსიმოვმა მუცელში მოარტყა თავადს, თუმცა აცხადებდა, რომ ის ფეხში უმიზნებდა, მაგრამ თვალმა უმტყუნა. ვიტგენშტეინი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც 3 აგვისტოს გარდაიცვალა. ბრალდების თქმით, ვიტგენშტეინის სიკვდილი მაკსიმოვის უტაქტობამ და თავადის სიფიცხემ გამოიწვია. სასამართლომ მაკსიმოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ნიკოლოზ II-მ, გაითვალისწინა რა მისი სამხედრო დამსახურებანი, პოლკოვნიკი შეიწყალა. მაგრამ სულ მალე მოკლულის უმცროსმა ძმამ, ექსცენტრიულმა გრიგორიმ, მეტსახელად გრიცკომ,  მაკსიმოვი ხმლებით დუელში გამოიწვია. მაკსიმოვს არ უნდოდა დუელში მონაწილეობა ორჯერ უმცროს მეტოქესთან, თანაც ჩინებულ მოფარიკავე გვარდიელთან, მაგრამ ვერაფერი გააწყო. დუელი 12 წუთს მიმდინარეობდა, გამოცდილმა მაკსიმოვმა აჯობა და ვიტგენშტეინი მარჯვენა ხელში დაჭრა. დუელი ამით დამთავრდა. მაგრამ არ დამთავრებულა ისტორია. ამჯერად მაკსიმოვი დუელში ვიტგენშტეინის კიდევ ერთმა ნათესავმა თუ მეგობარმა გამოიწვია. მაგრამ მაკსიმოვმა აარიდა თავი შერკინებას, რადგან არ სურდა ,,ვიტგენშტეინების გვარის სრული ამოწყვეტა” და ახალდაწყებულ რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ გაემგზავრა. წასვლისას, საკუთარი ბინის კარზე ასეთი შინაარსის წერილი დატოვა: `ვისაც სურს ჩემგან მიიღოს სატისფაკცია, შეუძლია გამომყვეს~.  ევგენი მაკსიმოვი 1904 წელს, პირველსავე ბრძოლაში დაიღუპა.

არ ვიცი, ისარგებლა თუ არა მისი რჩევით გრიცკომ, მაგრამ ისიც მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. ერთხელ, მუკდენთან, ბრძოლებს შორის, ის შეიპარა ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე ერთ ქოხში  და ინგლისურ ენაზე დატოვა წერილი, სადაც იაპონელ ოფიცერს ეპატიჟებოდა ბოთლ შამპანურზე რუსული ახალი წლის აღსანიშნავად. მეორე დღეს იაპონელი ოფიცრისგან ასევე ინგლისურ ენაზე თანხმობის წერილი დახვდა. დანიშნულ დღეს, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, დაცალეს ბოთლი, ცოტა ხანს ისაუბრეს და დაიშალნენ.  სხვადასხვა ცნობებით, გრიცკო გარდაიცვალა ყელზე განვითარებული ჩირქოვანი ინფექციისა თუ ყელში გაჩხერილი ქათმის ძვლისგან…

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან „კანვოი _ რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“

გაზიარება17Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

თავდასხმა რკინიგზის სადგურზე_რა მოხდა ამსტერდამში

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, დაბა შუახევში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24.01.2026
ზაფრანი

რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

10:40; 24.01.2026
ზაფრანი

ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევებს

10:39; 24.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ კარგავთ სიყვარულს

10:37; 24.01.2026
საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24.01.2026
სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო