საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს: „საქართველო, მსოფლიოსთან ერთად, facebook-ის ოფიციალურ ვიდეორგოლში კორონავირუსის წინააღმდეგ“.
“ქართველი ექიმის, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრის, ნინო ხაჭვანის ფოტო, რომელიც მსოფლიომ Facebook-ის ვიდეორგოლში ნახა.
ნინოს ფოტო ნათლად ასახავს იმ ფასდაუდებელ შრომას, რომელსაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ყოველდღიურ რეჟიმში წევენ“, _ წერს ავთანდილ თალაკვაძე ფეისბუქში.