ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებმა ბავშვებმა სასკოლოდ ჩანთები მიიღეს.
საჩუქრები მათთვის იტალიაში მოქმედ ასოციაცი ”აისში” შეგროვდა, რომელსაც ქართული დიასპორის დამფუძნებელი ნინა რურუა ხელმძღვანელობს.
ასოციაცია ქართველი ემიგრანტებისგან შედგება, რომლებიც უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვან არაერთ აქტუალურ საქმეს უდგანან სათავეში. აღნიშნული საჩუქრები ემიგრანტებმა გარდა გურიისა, საქართველოს სხვა რეგიონებში გააგზავნეს.