ქართველმა მორაგბემ გიორგი ტალახაძემ თავის რჩეულს, ლიკუნა კუტალაძეს გერმანიაში, Coldplay-ს კონცერტის მსვლელობისას ხელი სთხოვა.
ორიგინალური ხელის თხოვნის ვიდეო გიორგის და ლიკუნას მეგობრებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს.
„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ წყვილი გერმანიაში სპეციალურად კონცერტზე დასასწრებად წავიდა, თუმცა, ლიკუნასთვის ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო.
გიორგი ტალახაძე „ლელოში“ თამაშობს, ლიკუნა კუტალაძე კი პარლამენტის აპარატის თანამშრომელია.