“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. გთავაზობთ ამავე პარტიის წევრის ბესო ქათამაძის კომენტარს:
“პირველ რიგში, ეს რაც მოხდა დღეს, „ნაც. მოძრაობის“ ოფისში… უნდა დავაკვირდეთ თარიღს _ დღეს 23 თებერვალია და სიმბოლურად საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთს ასიამოვნა, როგორც ასი წლის წინ. პირდაპირ ვიტყვი: ესენი არიან მოღალატეები! ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით დღეს მხოლოდ რუსები არიან კმაყოფილი, მათი მედიასაშუალებები. აღტაცებას ვერ მალავენ რუსები, რაც მოხდა დღეს დილის საათებში “ნაცმოძრაობის“ ოფისში.
საქართველოს ისტორიაში ეს დღე შევა ერთ-ერთ უმძიმესი დღედ _ ოპოზიციურ პარტიაზე, თავისუფალ მოქალაქეებზე შტურმი მოხდა. ტერორისტებს რომ ექცევიან, ისე მოექცნენ ადამიანებს. მე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ვარ და ზუსტად იმ მეთოდებით მოახერხეს ოფისის დარბევა, მხოლოდ უნიტაზები არ წაიღეს, დანარჩენი ყველაფერი წაღებულია. ჩვენი სპეცრაზმელები სამარცხვინოდ მოიქცნენ, წაიღეს ენერგიტიკული სასმელები, ჩიპები, რაც არქივი ინახებოდა კომპიუტერში. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ევროპელი მეგობრები დიალოგისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ეს არ უნდათ გავრილოვის და პუტინის წარმომადგენლებს [ხელისუფლებას]. ამ ქმედებას არ დავუთმობთ ივანიშვილის ხელისუფლება. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის განვითარებისთვის და არ დავუშვებთ რუსეთის დაბრუნებას ქვეყანაში. ჩვენი მომავალი რუსეთი არ არის, ჩვენი მომავალია ევროპა და ევროპული ღირებულებებია. ქართველი ხალხი აუცილებლად უარს ეტყვის პუტინს, ივანიშვილს და მათ თამაშებს. ეს ქვეყანა უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა,“ _ ამბობს ბესო ქათამაძე.