საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მისამართით გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.
“ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!”
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.