BBC-ის ინფორმაციით, ვესტ ჰემ იუნაიტედის მცველს კურტ ზუმას დაევალა 180-საათიანი საზოგადოებრივი შრომა, მას შემდეგ რაც მან აღიარა რომ თავის კატას წიხლი დაარტყა.
როგორც ცნობილია, კურტის ძმამ, იოანმა თებერვალში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს ფეხბურთელი კატას სამზარეულოში, ფეხსაცმელს ესვრის და ამბობს: „ვფიცავ, რომ მოვკლავ“.
ვიდეო გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაშალეს, თუმცა მისი ნახვა რამდენიმე ადამიანმა მოასწრო.
ცხოველთა კეთილდღეობის აქტის მიხედვით კურტმა ორი დანაშაული აღიარა. სასამართლომ ფეხბურთელს საზოგადოებრივი შრომის გარდა 5 წლით კატის ყოლა აუკრძალა. გარდა ამისა, სასამართლომ 9000 ფუნტის გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება მის ძმას, იოანს, რომელიც თამაშობს დაგენჰემსა და რედბრიჯში, 15-წუთიან მოსმენაზე დაევალა 140 საათი საზოგადოებრივი შრომა.
ვესტ ჰემში იმედოვნებენ, რომ კურტ ზუმა ამ შეცდომიდან ისწავლის.