გუშინ ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “გურია ნიუსთან” ერთ-ერთმა ადგილობრივმა თქვა, დაპირისპირება ორ ნათესავს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 74 წლის ერასტო ლომჯარიას ქათმები ვაჟა ლომჯარიას ბოსტანში გადავიდნენ და პომიდორი შეჭამეს.
დაჭრილი მამაკაცი მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტს აღემიშნება სანადირო თოფით ფეხისა და ბარძაყის არეში ჭრილობები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მზიმე დაზიანებას გულისხმობს.