კატო ჩხიკვაძემ ჩააბარა ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” და 50%-იანი აკადემიური სტიპენდია მიიღო, _ ინფორმაციას ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა ავრცელებს.
გულს რომ აგიფორიაქებს, სიამაყეს შეგმატებს და უფალს მადლობას გადაუხდი შესაძლებლობისთვის, ეს ის შემთხვევაა.
ჩვენი სკოლის VII კლასის მოსწავლემ კატო ჩხიკვაძემ ჩააბარა ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” და მიიღო 50%-იანი აკადემიური სტიპენდია.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს ნიჭიერ კატოს ამ მიღწევას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს, _ ვკითხულობთ სკოლის ფეისბუქგვერდზე.




























































