პოლიციის ოფიცერი საკუთარ ნიშნობის წვეულებაზე გარდაიცვალა. შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. გარდაცვლილი ბრინატეთიდან იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევის დროს დაცმის შედეგად კისრის საძილე არტერიის გაჭრა სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ წვეულებაზე მყოფმა ახლობლებმა 29 წლის კაცის დახმარება სცადეს, ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.
პოლიცია დაცემის შესახებ დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ საქმეს გამოიძიებს სასამართლო ექსპერტი.
საძილე არტერიები – განლაგებულია კისრის ორივე მხარეს – არის ძირითადი სისხლძარღვები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავის ტვინს სისხლის მიწოდებას.