კაცმა ორსულ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მიკრორაიონში, 40 წლამდე მამაკაცსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხმაურში გადაიზარდა.
არსებული ინფორმაციით კამათის დროს, ქმარმა ცოლს ხელი რამდენჯერმე გაარტყა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. ადგილზე მისულმა პოლიციამ კაცი ბრალდებულის სახით დააკავა.