კაცმა ცოლ-შვილი სცემა. შემთხვევა “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში მოხდა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, 40 წლამდე კაცსა და მის მეუღლეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქმარმა ჯერ ცოლს სცემა და შემდეგ შვილს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.