კაცს ჩანთაში უძველესი მუმია უპოვეს. შემთხვევა პერუში მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციის ყურადღება მიიქცია. ჩხრეკის დროს კი პოლიციელებმა გამაგრილებელ ჩანთაში მუმია იპოვეს.
კაცმა თქვა, რომ თავის ოთახს მუმიას უზიარებდა და მას „ერთგვარ სულიერ შეყვარებულად“ თვლიდა.
მან ნაშთები ჩანთაში ჩადო, რათა მეგობრებისთვის ეჩვენებინა.
მან განმარტა, რომ „ხუანიტას“, როგორც მეტსახელად მუმიას უწოდა, თავის ოთახში, ტელევიზორის გვერდით, ყუთში ინახავდა. მან დაამატა, რომ ის მამის საკუთრებაში იყო, არ დაუკონკრეტებია, როგორ მოხვდა მამის მფლობელობაში.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცხედარი 600-დან 800 წლამდეა და ეს იყო ზრდასრული მამაკაცი და არა ქალი, როგორც ამას მამაკაცი აღწერდა.
მუმიფიცირებული მამაკაცი, სავარაუდოდ, 45 წელზე მეტი ასაკის იყო მისი გარდაცვალების დროს და 1,51 მ სიმაღლის.
მუმია იყო გახვეული ბაფთით ნაყოფის პოზიციაში, რაც დამახასიათებელია წინა ესპანური სამარხებისთვის ამ მხარეში.
მამაკაცი მისი ორი მეგობარი, რომლებიც 23-დან 26 წლამდე არიან, დააკავეს და იძიებენ პერუს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულს.