სინგაპურში, კანაფით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ კაცს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, განაჩენი სისრულეში ოთხშაბათს უნდა მოვიდეს. ტანგარაჯუ სუპიას ჩამოხრჩობა აქვს მისჯილი.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ტანგარაჯუ სუპია სუსტი მტკიცებულებების საფუძველზე გაასამართლეს.
ხელისუფლება ამბობს, რომ მან მიიღო სათანადო პროცესი და მისი აღსრულება ოთხშაბათს დანიშნა.
ცნობისთვის, სინგაპურს აქვს მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონი, რომელიც, ხელისუფლების განცხადებით, აუცილებელია საზოგადოების დასაცავად.
გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ტანგარაჯუ გაასამართლეს 2013 წელს მალაიზიიდან სინგაპურში 1 კგ (35 უნცია) კანაფის მიტანისთვის „ტრაფიკის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის“.
მიუხედავად იმისა, რომ ის ფაქტზე არ დაუჭერიათ, პროკურორებმა თქვეს, რომ ის იყო პასუხისმგებელი მის კოორდინაციაზე და მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ორი ტელეფონის ნომრის მიკვლევა მოახერხეს.
ტანგარაჯუ ამტკიცებდა, რომ ის არ იყო ის პირი, რომელიც დაუკავშირდა საქმესთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებს. მან თქვა, რომ ერთ-ერთი ტელეფონი დაკარგა და უარყო მეორეს ფლობა.