ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცს დენმა დაარტყა, ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ჰიპერმარკეტების ქსელ “გორგიას” მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა.
დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.