საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“ ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწრთვნელი, გიორგი ჩანტლაძე გარდაიცვალა.
ჩანტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება „ბახმაროს“ ასევე ყოფილი ფეხბურთელი და მწერალი, ლევან ლორია.
„ონოფრიჩ, რამდენი გამარჯვება გვიზეიმია ერთად. ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის არენა ,,ბახმაროს“ შეძახილებით და ხალხით იყო მუდამ სავსე, სახლში ფრეც კი წაგებად მიგვაჩნდა. გასვლებზე კი უკან წამოსული ამღერებული ავტობუსიც მახსოვს და ხან ჩუმადაც ვისხედით, სამხედრო ტყვეებივით – წაგების მერე ისეთი რიდი გვქონდა შენი, ხმის ამოღებისაც გვერიდებოდა. ახლაც ჩუმად ვართ ყველა. თუ კარგად ვითამაშებდით. ,,კაცური კაცი ხარო“, – თქმა გიყვარდა. კაცური კაცი იყავი თვითონ და კარგი ადამიანი და ასეთი დარჩები მუდამ. ძალიან დაგვწყვიტე გული.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ვეტერან ფეხბურთელებს, კლუბ ჩოხატაურის ,,ბახმაროს“ და მთლიანად ქართულ ფეხბურთს ,,ბახმაროს“ ყოფილი ფეხბურთელის და მთავარი მწრთვნელის გიორგი ჩანტლაძის გარდაცვალების გამო. ნათელი დაგადგეს”,_ წერს ლორია.
გიორგი ჩანტლაძეს დღეს კრძალავენ.