ნობელიანტმა მწერალმა კაზუო იშიგურომ „The New York Times“–თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ სკოლაში ყოფნისას გამუდმებით იყენებდა ლეგენდარული დეტექტივის ფრაზებს.
„ხალხი მაშინ ამას ჩემს იაპონელობას მიაწერდა“, – აღნიშნა იშიგურომ.
მწერლის მტკიცებით, ბასკერვილების ძაღლი კვლავ მის საყვარელ მოთხრობად რჩება.
„იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ ღამეები არ მეძინა. თუმცა, მგონია, რომ კონან დოილის სამყაროთი სრულიად შეპყრობილი ვიყავი, რადგან, პარადოქსია, თუმცა, ამ დროს ძალიან კომფორტულადაც ვგრძნობდი თავს“.
[sexy_author_bio]