ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი გოგონას, ხატია ბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი გოგონა ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
“სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო.
ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე”, _ წერს ფეისბუქზე სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა.
“გურია ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ყველა ახლობელს.