ინდოეთში, საქორწინო ცერემონიის დროს კედლის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 26 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომლის, ანილ სანტიკოს განცხადებით, კედლის ჩამოშლა ქარიშხალმა გამოიწვია.
მისივე თქმით, კედელი 90 ფუტის სიგრძის და 12-13 ფუტის სიმაღლე იყო.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.