ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საქართველოში ამერიკის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას. დღეს მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს აჩუქებს 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს , რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.