კენიის დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსზე გახორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, თავდასხმის დროს 5 თავდამსხმელიც დაიღუპა.
კენიის წითელი ჯვრის ინფორმაციით, 19 ადამიანი დაკარგულია, საავადმყოფოში დახმარება კი 28 ადამიანს გაუწიეს.
როგორც ცნობილია, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-შაბაბმა“ აიღო.