მორიგი სკანდალი, რომელიც ისევ ბიძინა ივანიშვილამდე მიდის. გიგანტური ბაობაბების ტრანსპორტირება შეჩერებულიაა. კენიურმა სასამართლომ საუკუნოვანი ხეების იმპორტი საქართველოში სანებართვო ლიცენციების არარსებობის და ბიო მეკობრეობის საფრთხის მიზეზით აკრძალა.
კენიიდან ბაობაბების ტრანსპორტირებას გიორგი გვასალია და მისი კომპანია უაზრუნველყოფდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და უცნობი რჩება, რა ბედი ელის ამოთხრილ, ტოტებდაჭრილ და სპეციალურ კონტეინერებში განთავსებულ საუკუნოვან ხეებს.
ვინ დგას გიორგი გვასალიას უკან და ვისი დაკვეთით უნდა ჩამოეტანათ საქართველოში ბაობაბები, ოფიციალურად უცნობია, თუმცა საუკუნოვანი ხეების სიყვარულით ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი გამოირჩევა და ეს ბიძინა ივანიშვილია.
გარემოსდამცველების განგაშის შემდეგ გიგანტური ბაობაბები ჯერჯერობით კენიაში რჩება. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად მათი გატანა მკაცრად კონტროლდება. ასე რომ ოლიგარქ ივანიშვილს ხეების გადასარგავად კენიიდან საქართველომდე უფრო რთული გზის გავლა მოუწევს, ვიდრე მის მიერ კონტროლირებად ქვეყანაში, სადაც ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებისთვის გზები იგება და მოძრაობა ჩერდება.
წყარო: newposts