„ქერჩში მომხდარი ინციდენტი სრულმასშტაბიან კონფლიქტამდე მიდის“, _აღნიშნული განცხადება Kyivpost-ის ინფორმაციით, ბელარუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ გააკეთა.
„ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩვენ გაცილებით სახიფათო ხაზს მივუახლოვდით. ეს არის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი. ჩვენ კარგად ვიცნობთ ისტორიას და ამგვარი ინციდენტები წარსულში მსოფლიო ომს იწვევდა“, _განაცხადა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უკრაინის 3 გემი შეიპყრო. რუსეთის ინფორმაციით, ისინი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე დაცურავდნენ. უკრაინა კი მომხდარს თავდასხმას უწოდებს.