ინიციატივის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული ქალების დედობის შვებულების ანაზღაურება უნდა გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურე ქალების შვებულების ანაზღაურებას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დედობის და მშობლის შვებულების ,,კერძო სექტორისთვის“ დადგენილი ანაზღაურების ოდენობა მაქსიმუმ – 2000 ლარს შეადგენს 6 თვის მანძილზე (რაც თვეში333 ლარია), მაშინ, როდესაც ,,საჯარო მოსამსახურე ქალებს და საჯარო სკოლების მასწავლებლებს“ შეუძლიათ ისარგებლონ 6-თვიანი სრულად ანაზღაურებადი შვებულებით (დედობის და მშობლობის). შესაბამისად, უდაოა, რომ არსებული მოწესრიგება არათანაბარ/უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ,,კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით“. ინიციატივის გაზიარება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მოსახლეობის ზრდას, მშობელთა მხარდაჭერას, გააუმჯობესებს ოჯახების ფინანსურ სტაბილურობას ახალშობილ ბავშვთან ერთად ცხოვრების საწყის პერიოდში, აღმოფხვრის უთანასწორო დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს ჰარმონიულ სამუშაო გარემოს შექმნას ქვეყნის მასშტაბით. უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი (ICFRP) თქვენი უფლებებისთვის. საქართველო, თბილისი, შ.ნუცუბიძის ქ. N86, 1 სადარბაზო, 3 სართული, ოთახი N7. ელ.ფოსტა: icfrp.office@gmail.com. |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved