უკვე დიდი ხანია, თითქმის, მთელი მსოფლიოს საახალწლო და საშობაო კეთილ ჯადოქრად მიჩნეულია თოვლის ბაბუა.
თოვლის ბაბუისთვის საახალწლო სურვილების ბარათის სახით მიწერის ტრადიცია ინგლისიდან და ამერიკიდან მოდის. ლეგენდის მიხედვით, წმინდა ნიკოლასი (რომელიც თოვლის ბაბუის პროტოტიპია) გაჭირვებული ოჯახის ბავშვებს ოქროს მონეტებით სავსე ტომსიკებს საკვამურიდან უყრიდა. ისინი ბუხრის ქონგურზე, გასაშრობად დაკიდებულ წინდებში ვარდებოდა. დღემდე ძალიან ბევრ პატარას სჯერა, რომ თუკი ახალი წლის ღამეს წინდებს ბუხართან დაკიდებს, დილით ისინი საჩუქრებით სავსე დახვდება. თუმცა, ინტერნეტის საუკუნეში თოვლის ბაბუასთან კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები, ანუ ელექტრონული ფოსტაც არსებობს.
ინგლისის დედოფალი ელისაბედი ყოველწლიურად ადგენდა სპეციალურ სიას, სადაც წერდა წინა წელს ახლობლებიდან, ვინ რა საჩუქარი მიუძღვნა მას და ცდილობდა, იმის მიხედვით დაესაჩუქრებინა.
ინდოეთში საჩუქრებს ქალღმერთ ლაკშმისგან ელოდებიან. ინდოეთი ყველაზე მეტად არის დღესასწაულების მიმართ განწყობილი. ჯერ ერთი, რომ 100-ზე მეტი ჯურის ადამიანი ცხოვრობს და ახალ წელს ყველა მათგანი საკუთარი ტრადიციების მიხედვით აღნიშნავს, ანუ, ინდოეთში ლამის ყოველი თვე ახალი წელია.
ავტორი