ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ისევ ხმაურია.
როდესაც სხდომაზე საუბარი ქურდობას შეეხო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალმა წევრმა გოჩა შარაშენიძემ საკრებულოს მიმართა.
“ნახეთ ქურდი მინისტრები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში და მილიონერები გახდნენ. ოთხ სართულიან სახლებში, მესამეზე სასტუმრო, მეოთხეზე ბასეინი. ასე ნებივრობენ. თქვენ რა გაქვთ სათქმელი”,_ ყვიროდა შარაშენიძე.
შარაშენიძეს მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე გამოეპასუხა.
“კეზერაშვილმა რომ ჯარი გაქურდა, ამ პარტიის ხალხი რას ლაპარაკობს?”- თქვა ღურჯუმელაძემ.
“ჯარი თუ გაქურდა, აქ არის თქვენი მთავრობა და დაიჭიროს. რატომ არ იჭერთ?” თქვენი მთავრობა კი ხალხს პარავს. კარგით რა, არ გრცხვენიათ? “_ ყვიროდა შარაშენიძე.
ავტორი