„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ყველაზე გაჭირვებული რეგიონია გურია, ლამის 30-40% მოსახლეობის სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ჩოხატაურში, მაგალითად, რომ ჩახვიდეთ, უკიდურესი გაჭირვებაა.“
“ფაქტმეტრის” დასკვნით, პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე.
“საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ბოლო წლებია, გურიაში მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. ამავე უწყების მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილების მიხედვით, გურიის რეგიონს მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი ჩამორჩება. მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ უმრავლესობა რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. კერძოდ, 2024 წელს ბაზაში რეგისტრირებული იყო გურიის მთლიანი მოსახლეობის 55.3% (მარტის მდგომარეობით). მიმდინარე წლის მარტში რეგისტრირებულთა რიცხვი გაზრდილია, მაგრამ ჯერ არ არის გამოქვეყნებული მოსახლეობის რიცხოვნობა 2025 წლის მდგომარეობით.
ამდენად, პოლიტიკოსის განცხადების კონტექსტი ხაზს უსვამს გურიის რეგიონში მოსახლეობის დაბალ შემოსავლებსა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა გურია ყველაზე გაჭირვებული რეგიონი არაა. როგორც ირკვევა, უფრო დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფიქსირდება და დროდადრო – მცხეთა-მთიანეთში. ამიტომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით სიმართლე”,_ ვკითხულობთ “ფაქტ-ჩეკის” გვერდზე.
ვრცლად: ფაქტ-ჩეკი

































































