აღმოჩნდა, რომ ის ხალხი 70-იანი წლებიდან ცხოვრობს იქ, დაბადებულიც არ ვიყავი. ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი ამის გამო. გვიჩივლა და პროკურატურაში დავდიოდით ამ ჩვენების მისაცემად. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს.
ახლა, გამახსენდა, ივანიშვილმა რაჭის ტყეები მიითვისაო. აი, ამ კატეგორიასა და ნომინაციაშია ეს ადამიანი ლიდერი. ახლა, ბატონ ირაკლი კობახიძეზე თქვა, არშემდგარი ადამიანიაო. ვინ თქვა ეს ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ ლაპარაკობს არშემდგარი ადამიანიაო? ხაბეიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა, მაგრამ კარგი, ამაზე მეტს არ გავჩერდები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.