„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საგარეჯოში შეხვედრას მართავენ პენსიონერებთან საპენსიო რეფორმასთან და საბანკო ოლიგარქიასთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს.
„თქვენ ახლა აქ ხედავთ პაპუასებს, ქვებს ისვრიან. აქ ვართ პენსიონერებთან ერთად, რომ ვესაუბროთ პენსიაზე, თუ როგორ გაძარცვეს საბანკო ოლიგარქიით. ამ კონკრეტულმა პენსიონერმა აიღო სესხი 1600 ლარი 2018 წელს, 2023 წელია კიდე იხდის და ჯამში 1600 ლარში უნდა გადაიხადოს 4500 ლარი. ამ თემებზე სასაუბროდ მოვედით აქ, ვხვდებით მოსახლეობას საგარეჯოში და შეხედეთ, ისვრიან ქვებს, შემოახიეს მაისურები ადამიანებს და საჯარო მოხელეები არიან, პირდაპირ სუს-ის “ნასეტკები”. ჩამოსული ვარ შეხვედრაზე პენსიონერებთან სასაუბროდ, რომ რუსმა ოლიგარქმა შეჭამა ეს ხალხი და შეხედეთ რა დღეში აგდებენ მოსახლეობას, შეხედეთ საკუთარ სახლში როგორ ესვრიან ქვებს პენსიონერებს, წარმოუდგენელი ვანდალიზმია და ამას აკეთებს რუსი ივანიშვილი და “კაკებეშნიკი” კობახიძე.
აუცილებლად გავაგრძელებ ამ შეხვედრებს, ნუ ეგონებათ, რომ შემეშინდება. აწუხებთ პენსიონერებზე საუბარი? ვისაუბრებ. აწუხებთ, რომ რუსები და პუტინისტები არიან? ვისაუბრებ. ამათ ჰგონიათ, რომ კასპში ქვები რომ დაგვიშინეს, აღარ ჩავიდოდით? ქალბატონია აქ, რომელსაც ქვითრები აქვს თუ როგორ ვერ იხდიან სესხს, თუ როგორ გაძარცვა რუსმა ივანიშვილმა და ამ თემებზე სასაუბროდ ვართ აქ ჩამოსული, ხალხის პრობლემებზე სასაუბროდ,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.