აფრთხობს ბუზებს და სხვა მწერებს – ხახვის ჩენჩოს ნახარშში ამოავლეთ ჭურჭლის გასარეცხი ღრუბელი და გაწმინდეთ თქვენი სახლის კარებები და ფანჯრები, აგრეთვე სახლის ის ადგილები, სადაც ბინადრობენ ობობები, ჭიანჭველები და სხვა. მისი სუნი აიძულებს მწერებს დატოვონ სივრცე.
აუმჯობესებს თმების მდგომარეობას და თავის კანს- თმების დაბანის შემდეგ თავის კანზე და თმებზე დაიდეთ ხახვის ჩენჩოს სქელი ნახარში. 20 წუთი ამყოფეთ, ხოლო შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. თმები უფრო რბილი, გაჯერებული, სქელი და ძლიერი ხდებიან.
ამცირებს ქოლესტერინის დონეს ხახვის – ჩენჩოს შეუძლია ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება. დაფხვნილი ხახვის ჩენჩო დაამატეთ თქვენს სასმელებს და დალიეთ ყოველ დღე. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სუპს, ფაფას და სალათას.
კურნავს თირკმელებისა და საშარდე ბუშტის დაავადებებს. – თქვენ გმართებთ გააზავოთ სამი ჩაის კოვზი დაჭრილი ხახვის ჩენჩო ორ ჭიქა ადუღებულ წყალთან. 30 წუთის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.
კურნავს კანის დაავადებებს- ჩვენ ვსაუბრობთ მეჭეჭებზე, სოკოებზე, მცირე ჭრილობებზე, დერმატიტებზე და სხვა პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნებიან კანის ზედაპირზე. თქვენ ხახვის ჩენჩოს ფხვნილი უნდა აურიოთ თქვენს დამატენიანებელ კრემს ან მცენარეულ ზეთს პროპორციით 2:3. ეს მაზი წაისვით კანზე დღეში 2 ჯერ. თავად წამალი გრილ ადგილას შეინახეთ.
კურნავს ბრონქიტს- ხახვის ჩენჩო ძალიან ეფექტურია მწვავე ბრონქიტისა და ძლიერი ხველების მოსახსნელად. მისი გამოყენება შეიძლება კომპრესის სახით. მოათავსეთ ცოტა ხახვის ჩენჩო ადუღებულ წყალში 15 წუთით. შემდეგ თბილი კომპრესი დაიდეთ ზურგზე დღეში სამჯერ ნახევარი საათით.
ებრძვის გრიპს, რინიტს და გაცივებას – ალერგიული რინიტი ან გაცივება სწრაფად შეიძლება მოიხსნას ხახვის ჩენჩოს დახმარებით. დაამატეთ ოთხი სუფრის კოვზი ხახვის ჩენჩო ადუღებული წყლის ქვაბში. ჩაისუნთქეთ ორთქლი სამი-ხუთი წუთის მანძილზე, რაც შეამცირებს ცხვირის შეკრულობას, გაასუფთავებს ფილტვებს, აგაცილებთ ინფექციებსა და ბაქტერიებს.
ამყარებს იმუნიტეტს – ხახვის ჩენჩო ჩინებულად ერგება იმუნური სისტემის გამყარებას რიგ დაავადებებთან ბრძოლის გზით.
ავტორი