ქალაქ ოზურგეთში “მანგოს”, “ზარას” და სხვა ბრენდების შემოსვლა იტალიურმა ფეხსაცმელების მაღაზიამ “კორსო იტალიამ” დაასწრო და გურიაში პირველი მაღაზია გახსნა.
გახსნას საზაფხულო ფასდაკლება დაემთხვა და მაღაზიაში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი სასურველი ნივთების შესაძენად.
“კორსო იტალიის” ოზურგეთის მაღაზიის ფილიალში “გურია ნიუსთან” საუბრის დროს მენეჯერმა თქვა, რომ მორიგი ფასდაკლება ზაფხულის ბოლოს იგეგმება.
კორსო იტალია” ახალი ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლის სექტემბრიდანაა წარმოდგენილი „აი სი არის” მიერ.