მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კორონავირუსის სტატისტიკის ხელოვნურად შეცვლის შესახებ სიუჟეტის მონაწილეების სუს-ში დაბარებას ეხმიანება:
“მთავარი არხის უკვე მეორე სიუჟეტის გამო, რომელიც მარნეულს ეხება, ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქე რესპოდენტებს, ჩვენთვის ინტერვიუს მოცემის და ამ ინტერვიუს შინაარსის გამო, იბარებს სუსი და “აკაჩავებს”.
კოვიდის გაყალბებული სტატისტიკის შესახებ სიუჟეტის გამო, საერთოდ საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე. ნარიმანოვის ძეგლის შესახებ სიუჟეტის გამო, კვირები სუსში ეჯდათ რესპოდენტები, მათ შორის, მუსლიმი სასულიერო პირები. რა განვითარება აქვს ამ საქმეს, ჯერ არ ვიცით.
ხალხო, ბნელა მართლა? ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს მივმართავ: იმოქმედეთ!” _ წერს გვარამია.