ჩოხატაურში ეპიდვითარება ზომიერად მზარდია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას:
“ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყველა ღონეს ხმარობს მაქსიმალურად მოიცვან სოფლები და სიპტომის მქონე პირებს, რომლებიც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ ტესტირებაზე ჩამოსვლას ადგილზე ჩაუტარონ ტესტირება. იზოლაციაში მყოფ ხალხს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და დაიცვან წესები. დღესაც იგეგმება მორიგი გასვლა მაღალმთიან სოფლებში. ვისაც რაიმე სიპტომი გაქვთ ნუ დაელოდებით დროს, დაგვირეკეთ თუ ვერ ახერხებთ და თქვენი სოფლის რწმუნებულის, მუნიციპალიტეტის მერის და აპარტის დახმარებით , ამოვალთ და მოგემსახურებით. ნუ გამოხვალთ სახლიდან სიპტომის ქონის შემთხვევაში, დავიცვათ ყველა რეგულაცია რათა დროულად და უმტკივნეულოდ დავამარცხოთ ვირუსი“.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ასევე სკოლის ადმინისტრაციას სთხოვს, კიდე მეტი ყურადღება გამოიჩინონ კოვიდ რეგულაციების დაცვისას.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე სკოლაში დადასტურდა.