პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ხალხში არასამართლიანობის განცდა არსებობს, რაც, მისი თქმით, პროკურატურაში და სასამართლო სისტემაში დამნაშავე ადამიანების ყოფნამ გამოიწვია. ამასთან, ჭიჭინაძის თქმით, თუ რამდენ ხანს შეუნარჩუნდებათ დეპუტატებს მანდატი, ეს დამოკიდებულია სამართლიანობის აღდგენის ხანგრძლივობაზე.
,,ყველამ ვიცით, რა ხდება გარეთ და, სამწუხაროა, რომ ჩვენი მხრიდან არ ხდება სათანადო რეაგირება. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფოში ისეთ მდგომარეობა გამოვლინდა, რომ ხალხში არის საკმაოდ დიდი განცდა არასამართლიანობის. ვფიქრობ, ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება განპირობებული იყო იმ დაპირებით, რომ ჩვენ ქვეყენაში მოვახერხებდით სამართლიანობის აღდგენას, სამწუხაროდ, პროკურატურაში სასამართლოში იმ ადამიანების დატოვებამ, რომლებიც თავის დროზე ამ დანაშაულებს ჩადიოდნენ, ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა დღევანდელი მდგომარეობის ჩამოყალიბებაში“, _ განახადა ჭიჭინაძემ.