ოზურგეთის ბაზარში ერთი კილოგრამი გასუფთავებულ-გარჩეული „ხამსა“ ანუ ქაფშია, ათი ლარი ღირს, ისე კი, გაურჩევლად _ ექვსი ლარი!
ფასმა, წინა წლებთან და ამ სეზონის დასაწყისთან შედარებით, უკვე ზენიტს მიაღწია!
_მყიდველი რომ აკლდეს, ეს ფასი არ ექნებოდა. გასუფთავებული რომ გინდათ, იყიდეთ ათ ლარად. თუ არადა, ექვსი ლარი ღირს. არც ხელის დასვრა უნდათ და თან ბუზღუნებენ, _ ამბობენ გამყიდველები.
მომხმარებელთაგან მოისმენთ ასეთ აზრსაც, კი მინდოდა ამ სეზონზე „ხამსა“ მეჭამა, მაგრამ , ლამის ყველის ფასს გაუტოლეს და ისევ რძის ნაწარმს ვიყიდითო.
თუმცა, ყველის ფასიც მატულობს. დღეს, უკვე, ერთი კილოგრამი ყველი 16 ლარი ღირს.