კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ეს რიცხვი, თითქმის, 400-ით გაიზარდა.
როგორც ცნობილია, შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 74 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
მაშველები ჯერჯერობით ხანძრის კერების 50%-ს აკონტროლებენ.